სპეცოპერაცია რეგიონებში - შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

06.11.25 10:52
სპეცოპერაცია რეგიონებში - შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

სპეცოპერაცია რეგიონებში - შსს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. 

იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად "მეთადონი", "გამომშრალი მარიხუანა", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი" და "მარიხუანა" ამოიღეს. 

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ვრცლად:

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 1970 წელს დაბადებული გ.თ. დააკავეს

ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1970 წელს დაბადებული გ.თ. დააკავეს. 

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს," - ნათქვამია განცხადებაში. 

გურიის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ვ.გ. დააკავა.

 ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: „მეთადონი", „გამომშრალი მარიხუანა" და  „ტეტრაჰიდროკანაბინოლი".

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ვ.გ. დააკავეს.

დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: „მეთადონი", „გამომშრალი მარიხუანა" და  „ტეტრაჰიდროკანაბინოლი".

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის საჭირო მასალები და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისათვის მოწყობილი სპეციალური სათბური.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-კვარტა მუხლებით მიმდინარეობს," - წერია განცხადებაში. 

იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა კი წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ი.თ. დააკავეს

დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, რეალიზაციის მიზნით დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 50 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ი.თ. დააკავეს. 

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, რეალიზაციის მიზნით დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 50 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს," - ნათქვამია განცხადებაში.