მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა დავით მიქაძეს და დავით ჩუბინიძეს პატიმრობა შეუფარდა

06.11.25 19:44
მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა დავით მიქაძეს და დავით ჩუბინიძეს პატიმრობა შეუფარდა

მოპარული იარაღების საქმეზე ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ერთ-ერთ ფიგურანტს, დავით მიქაძეს, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და მისი დაცვის უფორსს, დავით ჩუბინიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. 

გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა გამოაცხადა. 

სასამრთლო სხდომაზე ბრალდებულებსი მიმართ აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობსი გამოყენებას პროკურატურა ითხოვდა. 

  • გამოძიების ინფორმაციით, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მესამე პირზე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს.

დავით მიქაძის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, პროკურორმა ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც დანაშაულის არსებობის შთაბეჭდილებას მაინც შექმნიდა. 

"ძალიან ხმაურიანად წარიმართა სასამართლო პროცესი. კითხვები მქონდა და ვეკამათებოდი პროკურორს, რადგან მან ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება იმის შთაბეჭდილების შესაქმნელად მაინც, რომ შესაძლებელია დანაშაულის ჰქონოდა ადგილი. პროკურატურას მხოლოდ ერთი ჩვენება აქვს. პროკურორს ვკითხე, თუ რატომ არ მისცეს პასუხისმგებლობაში კობიაშვილი, როდესაც მას დანაშაული ჩადენილი ჰქონდა. ამაზე პასუხი არ აქვს. ვკითხე, მფარველობთ დამნაშავეს? - არ აქვს პასუხი.

როდესაც ბრალს უყენებ იმაზე, რომ ჩუბინიძემ და მიქაძემ იარაღი მიყიდეს ღვინთელიანს, ვკითხე რა მტკიცებულებები ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. ამ ფაქტზე არანაირი ჩვენება არ არსებობს, პროკურატურა კი ამბობს, რომ მიყიდეს იარაღი და ა.შ.. ერთი წყარო დაგვისახელონ, თუ რის საფუძველზე ითხოვს პატიმრობას. ვერ გვისახელებენ წყაროს. სასამართლოს ვუთხარი, რომ ეს ტენდენცია უკვე საფრთხეს აჩენს, რომ ყველას დაჭერა გახდება შესაძლებელი უკონტროლოდ",- განაცხადა გელბახიანმა.