მანჩო გიორგობიანს სახაზინო ადვოკატი დაიცავს
"პირველების" ინფორაცმიით, "ოცნების" მხარდამჭერ მანჩო გიორგობიანს სახაზინო ადვოკატი, ლევან მარსაგიშვილი დაიცავს - დაკავებული ქალის პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ 13:00 საათზეა ჩანიშნული.
2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ "სპარში" ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, მანჩო გიორგობიანი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მანჩო გიორგობიანის ორგანიზებით მომხდარი ძალადობის საქმეზე შსს-მ ოთხი ადამიანი დააკავა.