"50 აკაცუკს ვერ აჩერებ ბიძინა?" - აქციის მონაწილეები მსვლელობით კანცელარიისკენ მიემართებიან

06.11.25 22:24
"50 აკაცუკს ვერ აჩერებ ბიძინა?" - აქციის მონაწილეები მსვლელობით კანცელარიისკენ მიემართებიან

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით კანცელარიისკენ, ირაკლი კობახიძის კაბინეტისკენ მიემართებიან.

მოქალაქეები თავდაპირველად საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბნენ, სადაც გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. დააკავეს ერთი პირი.

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ საპატრულო პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

50 კაცი იკრიბებაო რომ იძახიან. აბა 50 აკაცუკს ვერ აჩერებ ბიძინა? 10 ათასი ზონდერი პოლციიელი მოგყავს 50 აკაცუკის წინააღმდეგ, სადა არის ლოგიკა, შეშინებულია ბიძინა", - მიმართავს ივანიშვილს კახა მიქაია, რომელიც მსვლელობას მიუძღვება. 

დღეს უწყვეტი პროტესტის 344-ე დღეა.