"გზა პოლიციამ იმიტომ არ გადაგვაკეტინა, რომ ციხეში ადგილები აღარ აქვთ" - არჩილ მუსელიანცის დედობილი
სინდისის პატიმრის, არჩილ მუსელიანცის დედა, ცარო ოშაყმაშივილი ამბობს, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის უფლება იმიტომ არ მისცა, რომ ციხეებში ადგილები აღარ არის.
ვფიქრობ იმიტომ არ გადაგვაკეტინეს გზა, რომ ადგილები აღარ აქვთ ციხეში და მეტი რომ არ გადავსულიყავით და აღარ დავეჭირეთ, მაგრამ უფრო მეტი საცობი შევქმენით, დავიწყეთ მსვლელობა და უფრო კაი შედეგს მივიღებთ ჩვენთვის, ეგენი კიდე საცოდავად არიან გამოგდებულები, მთელი პოლიცია მობილიზებულია",- ამბობს ცარო ოშაყმაშივილი .
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ წუთებში მსვლელობით ლეონიძის მიმართულებით მიემართებიან.
მოქალაქეები თავდაპირველად საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბნენ, სადაც გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. დააკავეს ერთი პირი.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ საპატრულო პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.