პოლიციას ჰგონია დღეს გზის დაცვაა მნიშვნელოვანი, როცა დიაბეტის მქონე ბავშვებს წამალი არ აქვთ - მოქალაქე
პოლიციას ჰგონია დღეს გზის დაცვაა მნიშვნელოვანი, როცა დიაბეტის მქონე ბავშვებს წამალი არ აქვთ - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე შვილთან ერთად გასულმა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის დედამ "პირველებთან" განაცხადა.
"საზღვარზე ერთმანეთისთვის გადმოგვაქვს წამლები 10-10 აბი" - ამბობს მშობელი.
პოლიციას ჰგონია, რომ ახლა ქვეყანაში მნიშვნელოვანი გზის დაცვაა? საკუთარი მუნდირის დაცვაა. ეს არ არის ერთი და ორი ადამიანსი ბრძლა, დღეს მაგალითად პირველი ჯგუფის დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები წამალს ეძებენ, 18 წლამდე ბავშვებს წამალი არ აქვთ და ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. მაგალითად, ფსიქოტროპული წამლები არ გვაქვს დიდი ხანია მარაგში და საზღვარზე ერთანეთისთვის გადმოგვაქვს წამლები 10-10 აბი. ეს ძალიან დიდი განგაშის ნიშანი არ არის პოლიციელისთვის? არ არსებოსბ მათ სანათესაოში მაინც არ ჰყავდეთ შშმ პირი", - ამბობს მოქალაქე.