თბილისის მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია

07.11.25 09:47
თბილისის მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია

თბილისის მეტროს პირველი ხაზი (ახმეტელის თეატრიდან ვარკეთილამდე) გაჩერებულია. შესაბამის ინფორმაცია “პირველებს” მგზავრები აწვდიან. 

ბოლო რამდeნიმე წუთია მოქალაქეების ნაწილი ვაგონებში იმყოფება და მატარებლის დაძვრას ელოდება. მგზავრების მეორე ნაწილი ბაქანზე დგას.  

განმარტებები ამ დრომდე არ გაკეთებულა.