ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ „ ოცნების“ რეჟიმის ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები შემზარავია - უილსონი

07.11.25 10:07
ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ „ ოცნების“ რეჟიმის ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები შემზარავია - უილსონი

„ქართული ოცნების“ სტანდარტებითაც კი, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები შემზარავია, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ეს ავადმყოფური საქციელი ასახავს მათი მფარველების ტაქტიკას მოსკოვსა და პეკინში. ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ღალატობს თავის ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ, - აცხადებს უილსონი.