შიმშილობის მე-11 დღე პარლამენტთან - როგორია მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა

07.11.25 11:35
შიმშილობის მე-11 დღე პარლამენტთან - როგორია მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა

შიმშილობის მე-11 დღე საქართველოს პარლამენტთან - ქვეყანაში ახალი არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით შვიდი მოქალაქე ამ დრომდე უარს ამბობს საკვების მიღებაზე. კიდევ ერთი პროტესტის უკიდურეს ფორმას იზოლატორში განაგრძობს. 

ევროპული მომავლისთვის მებრძოლი მოქალაქეები აცხადებენ, რომ პროტესტს განაგრძობენ იქამდე, ვიდრე მათი ჯანმრთელობა ხელს შეუწყობთ.

პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებსაც ეხმიანება და ამბობს, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია და "ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლა ერთიანი ძალებით უნდა გაგრძელდეს.

პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ ამ ქვეყანაში არ იქნება დემოკრატია, არ იქნება სამართალი და არ იქნება მართლმსაჯულება. ეს იყო მათი ბრიფინგის ძირითადი შინაარსი, რომ გამრავლდა პოლიტპატიმრების რიცხვი და იქნება სრული იზოლაცია ქვეყნისთვის. ეს ყველაფერი რწმენას გვიძლიერებს, რომ სწორია, რომ ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს, შიმშილობის აქციის ფორმაც, მიმაჩნია, რომ არის სწორი. ჯერჯერობით თავს მხნედ ვგრძნობთ, კარგად ვგძნობთ, მაგრამ მთავარი ჩვენი სადარდებელი ნამდვილად არ არის ჯანმრთელობა, არც თავისუფლება და არც სიცოცხლე. მთავარი სადარდებელია ის, რაც ხდება საქართველოში და ეს ყველაფერი ერთიანი ძალებით უნდა დამთავრდეს, - ამბობს გედევა ფოფხაძე. 

ამ დროისათვის მოშიმშილეები თავს ხმნედ გრძნობენ, თუმცა 11 დღიანი შიმშილობის ფონზე სისუსტე აღენიშნებათ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, გართულდეს მათი მდგომარეობა, ამბობენ, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ.