72 წლის იოსებ ხეოშვილს კიდევ ერთი, 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს

07.11.25 13:22
72 წლის იოსებ ხეოშვილს კიდევ ერთი, 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ  72 წლის იოსებ ხეოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე თორნიკს ქოჩქიანის გადაწყვეტილებით, პენიონერს 5 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ამჯერად ორ ეპიზოდს ედავებოდა - 24 და 25 ოქტომბერს გზის გადაკეტვას.

 „მე მინდა ერთი რაღაც მოგახსენოთ, მე არ ვამბობ, რომ გზის გადაკეტვაში არ მიმიღია ხოლმე მონაწილეობა, მაგრამ ამ შემთხვევაში გზა უკვე გადაკეტილი იყო“, - აღნიშნა ხეოშვილმა პროცესზე.

  • შეგახსენებთ, რომ წინა კვირას, მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, ხეოშვილი ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

3 ნოემბერს ხეოშვილის ადვოკატებმა პროცესზე წარადგინეს ჯანმრთელობის შესახებ ცნობები, რის მიხედვითაც, მათი თქმით, ხეოშვილს ენცეფალოპათია და შშმ პირის სტატუსი აქვს.