რა დევს საქმის მასალებში, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატს გადაეცა
საქმის მასალებში, რომეცლი "ძლიერი საქართველოს" ლდიერებსი, ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ადვოკატს, არჩილ ჭავჭანიძეს გდაეცა, რუსთაველზე აქციების დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნაწილის შეფასებები და მყარი დისკები დევს.
როგორც უფლებადამცველი "პირველებთან" ამბობს, საქმეში ასევე დევს სხვადასხვა პირების გამოკითხვის ოქმები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს ბადრი ჯაფარიძესთან და მამუკა ხაზარაძესთან.
საქმეში, როგორც ბრალის დადგენილებას ერთვის მტკიცებულებათ ნუსხა, ეს არის რუსთაველზე აქციების დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნაწილის შეფასებები - ეს არის სკამების და სხვა ნივთების დაზიანების აღწერილობა. ასევე სხვადასხვა პირების გამოკითხვის ოქმები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს ბადრი ჯაფარიძესთან და მამუკა ხაზარაძესთან მიმართებით და ვერანაირი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მათ მონაწილეობას საბოტაჟის ქმედებაში. გადმომეცა დისკები, ასევე ოქმში არის თანდართული აღნიშნული ინფორმაციის შესახებ", - ამბობს არჩლ ჭავჭავიძე.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.