ავარია სანაპიროზე - დაიღუპა მოტოციკლის მძღოლი
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - სანაპიროზე ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც, მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
ვიდეოს შემთხვევის ადგილიდან "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.