სასამართლომ 76 წლის გურამ ქუხულავას 1 დღიანი პატიმრობა შეუფარდა

07.11.25 15:22
სასამართლომ 76 წლის გურამ ქუხულავას 1 დღიანი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ 76 წლის გურამ ქუხულავას 1 დღიანი პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გამოაცხადა მოსამართლემ.

თავად პენსიონერი სასამართლო სხდომას არ დასწრებია. ის სამსახურში იმყოფება, ამიტომ სავარაუდოდ, სამართალდამცველები მას სწორედ სამსახურში დაადებენ ხელბორკილებს.

76 წლის ბაბუს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.