იზოლატორიდან გამოსვლის მერე ისევ გადავკეტავ, 200 ლარიან ჯარიმას კი არ გადავიხდი - ბაია მარგიშვილი
სამოქალაქო აქტივისტი, ბაია მარგიშვილი მოსამართლე ზვიად ცეკვავამ განაჩენის გამოცხადებამდე სასამართლო დარბაზიდან გააძეევა და 200 ლარით დააჯარიმა.
გაძევების გადაწყვეტილება ცეკვავამ მას შემდეგ მიიღო, რაც აქტივისტმა მოსამართლეს პირდაპირ უთხხა, რომ არ აღიარებს და მისი საქმის მასალები ცხვირწინ გადაუხია.
მარგიშვილი ამბობს, რომ იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ისევ რუსთაველზე გავა და ისევ გადაკეტავს გზას.
მე არ ვცნობ მას მოსამართლედ და ამიტომ დამატოვებინეს დარბაზი. დემონსტრაცია გავაკეთე ანუ ვაჩვენე როგორ გადაგვახია კობახიძემ კონსტიტუცია და ცხვირწინ დავხიე ჩემი საქმის მასალები ამის საჩვენებლად. მხნედ ვარ და გამოსვლის მერე გადავკეტავ კიდევ. 200 ლარით დამაჯარიმა მოსამართლემ, რომელსაც მე რა თქმა უნდა არ გადავიხდი. ძალიან გაბრაზდა და ამის გამო გამომაძევა. ძალიან კარგი რომ გამწარდა, არ შეიძლება რასაც სჩადიან, რეაგირების გარეშე შევხდეთ. ამას სჭირდება ბრძოლა და წინააღმდეგობა. გავიმარჯვებთ აუცილებლად", - ამბობს ბაია მარგიშვილი.
სამოქალაქო აქტივისტი ბაია მარგიშვილი, რომელსაც მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა, სასამართლოს ეზოში დააკავეს.
"ბრძოლა ბოლომდე!" - თქვა მან "ტვ პირველთან" დაკავებამდე.
ახალგაზრდა ქალს შსს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.