ალექსანდრე რაზმაძეს სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

07.11.25 18:17
ალექსანდრე რაზმაძეს სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

რუსთაველის გამზირზე, გუშინ, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს დაკავებულ ალექსანდრე რაზმაძეს სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

18 წლის სამოქალაქო აქტივისტი ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით აიყვანეს.