გაგრძელება აქვს ამ ინცინდეტს... - სკოლის დირექტორი 13 წლის გოგონას ცემასა და ბულინგზე

25.10.21 13:17
გაგრძელება აქვს ამ ინცინდეტს... - სკოლის დირექტორი 13 წლის გოგონას ცემასა და ბულინგზე

სკოლის მოსწავლესთან, რომელიც მიტოვებულ რესტორანში სცემეს, ფსიქოლოგები და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ამ დრომდე არ მისულან. 

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში "პირველებს" უთხრეს, რომ მათთვის არც სკოლას მიუმართავს და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამიტომ დამოუკიდებლად დახმარებას ნაცემ მოზარდს ვერ გაუწევენ.

რაც შეეხება სკოლას, სადაც დაზარალებული სწავლობდა, სკოლის დირექტორის თქმით, ის ბავშვს და მის მშობელს არ გასაუბრებია, რადგან 13 წლის მოზარდს მამა დაეღუპა. 

გოგონებს შორის მოხდა რაღაც ინცინდენტი, ძალიან არასასიამოვნო და არაეთიკური. მშობელს დავუკავშირდი, თუმცა ბავშვს მამა გარდაეცვალა და ვეღარ დაველაპარაკე და ვერც დავიბარე. 

ეს უკვე არის გამოძიების თემა და რასაც ის დაადგენს ჩვენც ალბათ, ის ინფორმაცია გვექნება. 

ვიცით, რომ გოგონებს შორის მოხდა რაღაც შელაპარაკება, რასაც მოჰყვა გაგრძელება . როგორც ვიცი, მოპირისპირე მხარემ მოიყვანა კიდევ თავისი მეგობარი თუ მეგობრები. გაგრძელება აქვს ამ ინცინდეტს"- ამბობს დირექტორი. 

მსგავსი სიახლეები