კარდილოგი რამაზ ზოსიაშვილი 2 დღიან პატიმრობაში გაუშვეს

07.11.25 21:01
კარდილოგი რამაზ ზოსიაშვილი 2 დღიან პატიმრობაში გაუშვეს

მედიკოსი რამაზ ზოსიაშვილი მოსამართლე ნინო ენუქიძემ 2 დღიან პატიმრობაში გაუშვა. ექიმები, რომლებიც პროცესს ესწრებოდნენ ამბობენ, რომ ქვეყანა ნამდვილად სამკურნალოა და ახლა, ყველა პროფესიის ადამიანი სწორედ რუსთაველის გამზირზე უნდა იდგეს.

ეს სახელმწიფო არის ავად და როგორც ექიმს, რამაზმა გადაწყვიტა, მარტო საავადმყოფოში კი არ უმკურნალოს კონკრეტულ პაციენტს, სახელმწიფოს უმკურნალოს... მემგონი, ყველა მოქალაქის ვალია, ხალათი ჩავიცვათ და სახელმწიფოს მივხედოთ. არ აქვს მნიშნელობა პედაგოგი ხარ, იურისტი ხარ , ექიმი ხარ. ქვეყანა სამკურნალოა, ხალხო. ცუდადაა საქმე, - ამბობენ ზოსიაშვილის კოლეგები. 

ცნობილი კარდიოლოგი გზის გადაკეტვის ბრალდებით პოლიციამ გუშინ დააკავა. ის დედაქალაქის მთავარ გამზირზე თეთრი ხალათით გავიდა.