რუსთაველზე აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

07.11.25 23:34
რუსთაველზე აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, ისინი გზის სავალ ნაწილზე არიან განლაგებული და აკონტროლებენ, რომ მოქალაქეებმა ქუჩა არ გადაკეტონ. 

მანამდე, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას წრე დაარტყეს და ზუბალაშვილების ქუჩაზე გადაინაცვლეს, შემდეგ კი პარლამენტის წინ დაბრუნდნენ.