ივანიშვილის პირადი მცველი, ჟანრი ნოდია, ქვეყნიდან გაიქცა - "შაბათის ეთერის" ექსკლუზივი (ანონსი)

08.11.25 12:24
ივანიშვილის პირადი მცველი, ჟანრი ნოდია, ქვეყნიდან გაიქცა - "შაბათის ეთერის" ექსკლუზივი  (ანონსი)

 

 

"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - კაცი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სიცოცხლეს ანდობდა, ქვეყნიდან გაიქცა და აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

"ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ პირადი მცველი, ჟანრი ნოდია, რომელიც "ოცნების" დამფუძნებელს გვერდიდან არ შორდებოდა, საქართველოდან ისე წავიდა, რომ ოჯახსაც არ უთხრა, სად მიდიოდა.

"არ ვიცი რატომ წავიდა, ივანიშვილთან მუშაობდა, სულ წარმატებული თანამშრომელი იყო..." - ეუბნება ნოდიას ოჯახის წევრი "შაბათის ეთერთან". 

ასევე დღეს "შაბათის ეთერთან" პირველად ალაპარაკდება კაცი, ვინც ბიძინა ივანიშვილთან ერთად იყო რუსეთში, შედეგ ჩამოვიდა საქართველოში და ივანიშვილის პრემიერობის დროს მის გვერდით იდგა.

გამომძებელმა ჟურნალისტებმა დაადგინა, რომ ქვეყანა დატოვა ივანიშვილის გარემოცვის კიდევ ერთმა წევრმა - უფრო მეტს ნახავთ დღეს საღამოს, 20:00 საათზე "ნოდარ მელაძის შაბათში".