კონსტანტინე მიქაიამ იზოლატორი დატოვა
სამოქალაქო აქტივისტმა, კონსტანტინე მიქაიამ ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
კონსტანტინე მიქაიას 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გუშინ შეეფარდა. გადაწყვეტილება კობა ჩაგუნავამ მიიღო.
შსს მას 19 და 20 ოქტომბერს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
კონსტანტინე მიქაიასთვის ეს მესამე ადმინისტრაციული პატიმრობა იყო.
მოსამართლემ თვითონ უთხრა პროკურორს, ხო იჯდა უკვე 14 დღე და კიდევ რატომ ითხოვთ პატიმრობასო და უბრალოდ ფორმალური ერთი დღე მომისაჯეს",- ამბობს აქტივისტი.