"იქ სადაც ვკეტავდით, დავტოვოთ ჩვენი ბორბლების ნაკვალევი" - დღეს რუსთაველზე "წრიული მარში" დაანონსდა

08.11.25 13:58
"იქ სადაც ვკეტავდით, დავტოვოთ ჩვენი ბორბლების ნაკვალევი" - დღეს რუსთაველზე "წრიული მარში" დაანონსდა

"იქ სადაც ვკეტავდით დავტოვოთ ჩვენი ბორბლების ნაკვალევი" - დღეს რუსთაველზე "წრიული მარში" დაანონსდა.

მოქალაქეები დედაქალაქის მთავრ გამზირზე 21:00 საათზე შეიკრიბებიან. 

ივენთი შეიქმნა წინა დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე.
6 ნოემბერს როდესაც მოქალაქეები ტრადიციისამებრ აპირებდნენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, საპოლიციო ძალებმა ისინი უხეშად გადმოისროლეს ტროტუარზე, ასევე დააკავეს ერთ ერთი დემონსტრანტი რომელიც აპირებდა გზის გადაკეტვას.
გუშინ საღამოს რუსთაველის გამზირი ვერ გადაიკეტა.
მთელი საღამო დიქტატურის მსახურები (პოლიციელები) იდგნენ კორდონით პარლამენტის მხარეს ტროტუარზე და იცავდნენ გზას გადაკეტვისგან.
მსგავსი პრეცენდენტი მანამდე არ მომხდარა.
როდესაც ებრძვი დიქტატურას, პროტესტიც უფრო მრავალფეროვანი და ყოველ ჯერზე განსხვავებული ხდება, იმ აბსურდული კანონების ფონზე რითაც დიქტატორი ცდილობს გადაგვიკეტოს ჟანგბადი პროტესტიც ლავირების გზებს პოულობს და მუდმივ ცვლილებას განიცდის.
არ გვაკეტინებთ გზას?
ბორბლებით სიარული რუსთაველის გამზირზე ჩვენთვის ჯერ არავის დაუშლია! 🚗 ✊🏻🇬🇪
გელით ყველას, დღეს საღამოს 21:00ზე, იქ სადაც ვკეტავდით დავტოვოთ ჩვენი ბორბლების ნაკვალევი", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები