ირღვევა თუ არა კანონი, როცა იზოლატორებიდან გამოსულ მოქალაქეებს ძველ საქმეებზე ისევ იზოლატორში უშვებენ?
ირღვევა თუ არა კანონი, როცა იზოლატორებიდან გამოსულ მოქალაქეებს ისევ იზოლატორში უშვებენ ძველ საქმეებზე? უფლებადამცველები განმარტავენ, რომ ეს ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
- უკვე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული მოქალაქე თავისუფლებაზე გამოდის და მას ხელახლა აცხადებენ სამართალდამრღვევად იმავე ბრალდებით. ოღონდ ადრინდელ ეპიზოდებზე. დღეს იზოლატორში ჯამში ორმა აქტივისტმა დატოვა. ორივეს შემთხვევაში ეს განმეორებითი სასჯელი იყო.
იურისტი გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ შსს ძველ ეპიზოდებზე აქტივისტების საქმის მასალებს მალავს, რომ ხელოვნურად გახდეს შესაძლებელი მათი ისევ პაუსიხსგებაში მიცემა.
ის რისთვისაც ამ ადამაინებს ერთი დღე წაართვეს სიცოცხლის, ის რისთვისაც ერთი დღე მიუსაჯეს დამატებითი სასჯელი, ეს წესით მათ უკვე მოხდილი აქვთ, იმიტომ, რომ ეს ქმედებები მათ წინასწარ ჰქონდათ ჩადენილი და შსს-ს მასალები დამალა, იმიტომ, რომ ახლა ხელოვნურად შესაძლო პასუხისმგებლობის ახალი საფუძველი შეექმნა. ისევე როგორც არ შეიძლება მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯა, ეს ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და ეს ორივე შემთხვევაში იყო დარღვეული", - ამბობს გიორგი ბურჯანაძე.