სამინისტროს პოზიციაა, რომ თავი შევიკავოთ ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან - ტიკარაძე სავალდებულო აცრაზე

25.10.21 14:36
სამინისტროს პოზიციაა, რომ თავი შევიკავოთ ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან - ტიკარაძე სავალდებულო აცრაზე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, განცხადებით, სამინისტროს ოფიციალური პოზიციაა, რომ  ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაცია არ უნდა მოხდეს. ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს, რის გამოც იძულების საფუძველს ვერ ხედავს. 

მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდპანდემიის სამართავად საკმარისი რესურსები არსებობს. 

ტალღა არის ამ ეტაპისთვის დაღმავალი. ამ ეტაპისთვის ჩვენ გაგვაჩნია საკმარისი რესურსები იმისათვის, რომ ვმართოთ  პაციენტის საჭიროება. თუ გართულდა, ჩვენ გვაქვს ალტერნატიული გზები, როგორც ერთხელ გამოვიყენეთ საველე ჰოსპიტალი, თუმცა დღევანდელი მაჩვენებლებით არ ჩანს იმის ასაჭიროება, რომ დაგვჭირდეს.

არაერთხელ აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანი არის, გააქტიურდეს კომუნიკაცია ყველა დონეზე იმისათვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ მაქისმალური ახსნა-განმარტება  მოსახლეობის თითოეული რგოლისთვის, რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია, მოვახდინოთ მათი წახალისება და   მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია- თქვა ტიკარაძემ.