შემომხედეთ თვალებში, ხომ დაინახეთ ჯაღმაიძემ რომ ხელი მკრა? - მამა ილია მეუფე შიოს და მეუფე თეოდორეს მიმართავს

09.11.25 11:57
შემომხედეთ თვალებში, ხომ დაინახეთ ჯაღმაიძემ რომ ხელი მკრა? - მამა ილია მეუფე შიოს და მეუფე თეოდორეს მიმართავს

 

 

მამა ილია თოლორაია აცხადებს, რომ საპატრიარქოში მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები უსამართლოდ წარიმართა და გადაწყვეტილება პირადი ანგარიშსწორების შედეგია. მისი თქმით, პატრიარქი შეცდომაში შეიყვანეს, რადგან კომისია რეალურად არ ყოფილა და გადაწყვეტილება საეკლესიო წესების დარღვევით მოხდა - სხდომაზე თავად არ დაუბარებიათ, ხოლო მეუფე შიო, რომელიც იყო მისი მბრალდებელიც, იმავე კომისიის წევრადაც მოგვევლინა.

თოლორაია ამბობს, რომ კანონები და წესები უგულებელყოფილია და ყველაფერი კეთდება ისე, „როგორც უნდათ და როგორც აწყობთ“. 

მეუფე თეოდორე, შემომხედე თვალებში, ხომ მიყურებ, არა? მეუფე შიო, მოსაყდრე ხარ, მღვდელმთავარი ხარ, შემომხედე, უბრალოდ, თვალებში, იქ მე რომ ხელი მკრა ჯაღმაიძემ, ხომ დაინახეთ ის? აი, მე დამიბარეს, ეგზარქოსი რატომ მიწოდეო და ამ სიტყვაზე მომთხოვეს ასეთი პასუხი, დაბარება იყო თუ რაღაც დიდი შეკრება და თავდასხმა ჩემზე, ეს უკვე საზოგადოებამ განსაჯოს. პატრიარქი მოატყუეს, იმიტომ, რომ მე გასაუბრებაზე დამიბარეს და შემდეგ პატრიარქს ხელი მოაწერინეს კომისიაზე, კომისიაზე, სადაც მე დაბარებული არ ვიყავი და არშემდგარ კომისიაზე... ის რომ კომისია ყოფილიყო, მაშინ, კომისიაზე, წესით, ჩვენი საეკლესიო დებულება, კანონი, რაც არის, იქ წერია, რომ მბრალდებელი კომისიის წევრი არ უნდა იყოს. ანუ მეუფე შო ხომ იყო ჩემი მბრალდებელი?ის წევრიც არ უნდა იყოს, წესით, ასეა, მაგრამ რავიცი, წესი, კანონი, ყველაფერი ხელთ უპყრიათ და რასაც უნდათ, როგორც უნდათ, ისე აკეთებენ, - ამბობს მამა ილია. 

არქიმანდრიტი ილია თოლორაია საპატრიარქოში 5 ნოემბერს დაიბარეს. შეხვედრის შემდეგ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაცდაწერა: "არქიმანდრიტ ილია თოლორაიას აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს". 

თავად მამა ილიამ კი თქვა, რომ საპატრიარქოში შეხვედრაზე მას მეუფე შიომ მოსთხოვა პასუხი, რატომ უწოდა მას "ეგზარქოსი". ამასთან, სასულიერო პირმა ასევე სკანდალური განცადება გააკეთა და თქვა, რომ შეხვედრაზე მამა ანდრია ჯაღმაიძემ მას ხელი ჰკრა. 

მსგავსი სიახლეები