სამდღიანი პატიმრობა დასრულდა - იმედა კლდიაშვილმა ზაჰესის იზოლატორი დატოვა
სამდღიანი პატიმრობა დასრულდა - იმედა კლდიაშვილმა ზაჰესის იზოლატორი დატოვა.
კლდიაშვილი ამბობს, რომ უწყვეტმა პროტესტმა რეალური შედეგი მოიტანა. მისი თქმით, საზოგადოების მტკიცე პოზიციამ და მედიაში გაჟღერებულმა ისტორიებმა, მათ შორის „შაბათის ეთერში“ გასულმა ინტერვიუმ, ძალა მისცა ხალხს გააგრძელოს ბრძოლა.
აქტივისტი აღნიშნავს, რომ საზოგადოების შეუჩერებელმა პროტესტმა გავლენა მოახდინა ეკლესიაზეც - საპატრიარქოს მაღალი იერარქების ნაწილმა საჯაროდ გააკრიტიკა ხელისუფლება და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება ავაზაკივით იქცევა“.
ეს მეორე პატიმრობა იყო. 6-ში იყო სასამართლო პროცესი და სამდღიანი პატიმრობა მომისაჯეს. მოვხვდი მეგობრებთან ერთად. გიორგი მუმლაძე იყო ჩემთან, დავით ნოზაძე და ვისაუბრეთ, ვილაპარაკეთ, ბევრი დრო გვქონდა, რომ ერთმანეთთან რაღაცეები დაგველაგებინა. ტელევიზორსაც ვუსმენდით და ძალიან კარგი ამბავია ის, რომ მემგონი, საპატრიარქოში გამოფხიზლდნენ უკვე და ამ მთავრობას ავაზაკთა მთავრობა უწოდეს და იმედია, მთელი საქართველო მიხვდება, რომ ცვლილებებია საჭირო და ავაზაკებს ქვეყანა არ უნდა დავუტოოვოთ, - ამბობს კლდიაშვილი