ოპოზიცია: გარდაბანში კრიმინალი სისტემურად მოქმედებს, ხოლო დამკვეთები დაუსჯელები რჩებიან

09.11.25 15:20
ოპოზიცია: გარდაბანში კრიმინალი სისტემურად მოქმედებს, ხოლო დამკვეთები დაუსჯელები რჩებიან

გარდაბანში მომხდარი 16 წლის მოზარდის მკვლელობის მცდელობა, ოპოზიციის შეფასებით, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მუნიციპალიტეტში კრიმინალი სისტემურად მოქმედებს. მათი თქმით, მსგავს შემთხვევებზე შსს მხოლოდ დაბალ რგოლებზე რეაგირებს, ხოლო კრიმინალის უკან მდგომები დაუსჯელები რჩებიან, რის გამოც მოქალაქეები თავს დაუცველად გრძნობენ

ეს არ არის გარდაბნის მუნიციპალიტეტში პირველი შემთხვევა. აღნიშნულ სოფელში, სხვათაშორის, ორი წლის წინაც მოხდა მსგავსი შემთხვევა, როდესაც გარკვეული პირები ცდილობდნენ, რომ ფული გამოეძალათ ამა თუ იმ ბიზნესმენებისთვის. მსგავის შემთხვევა, მაგალითად, მოხდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღალოში. ალბათ, გახსოვთ, პირდაპირ მოქალაქეს შეუვარდნენ სახლში და ეზოშივე გადაუწვეს მანქანა. არაერთი პირი იქნა აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავებული, მაგრამ ამ დაკავებებით არაფერი მთავრდება იმიტომ, რომ ამ ადამიანების უკან დგანან ის პირები, სავარაუდოდ, რომლებიც ცნობილნი არიან შსს-თვისაც, მაგრამ დღემდე არანაირი სახის რეაგირება არ ხდება. მარტო ე.წ. ჯარისკაცები, მაგათი ფიგურების დაკავება და მაგით მორჩა, მაგრამ ეს კრიმინალი გრძელდება და გრძელდება. ყველაზე საშინელება ის არის, რომ არიან კიდევ ისეთი ბიზნესმენები, რომლებიც ზარალობენ დღესაც, მაგრამ შიშით ხმას ვერ იღებენ. ქვეყანა, სადაც თვითონ პრემიერ-მინისტრი კრიმინალთან არის დაკავშირებული დამილიონობით ლარზეა აქ საუბარი, გასაკვირი არაფერია. ამ დონემდე მოგიყვანა დღევანდელმა ე.წ. მთავრობამ, ზუსტად ამის გამო ხდება ეს დანაშაულებები, იმიტომ, რომ არცერთი მოქალაქე გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მათ შორის, არა მარტო გარდაბნის, არამდე საქართველოს მოქალაქეები დღეს თავს დაცულად არ გრძნობენ, - ამბობს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენელი. 

გარდაბანში 16 წლის მოზარდის მკვლელობის მცდელობა ქურდული სამყაროს დავალებით და შურისძიების მოტივით განხორციელდა. გამოძიების ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, ბიზნესმენს თვეების განმავლობაში ემუქრებოდა და 100 000 დოლარს სთხოვდა. უარის შემდეგ, მან შვილის მკვლელობა შეუკვეთა. მოზარდს მინდორში ჩაუსაფრდნენ და რამდენჯერმე ესროლეს, თუმცა ის გადარჩა და გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება. 

მსგავსი სიახლეები