შიმშილობის მე-13 დღე პარლამენტთან - "ოცნება" მოშიმშილეების მდგომარეობით ამ დრომდე არ ინტერესდება
პროტესტი რუსთაველის გამზირზე არ წყდება. ხუთი ადამიანი შიმშილობით მოითხოვს პოლიტპატიმრებისა და სინდისის პატიმრების გათავისიფლებას და ახალ არჩევნებს.
სამოქალაქო აქტივისტების და პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობით ამ დრომდე ხელისუფლების არცერთი წარმოამდგენელი არ დაინტერსებულა.
დღეს არის შიმშილობის აქციის მე-13 დღე. ჩვენ ვითხოვთ ახალ, სამართლიან არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში პროტესტის ეს ფორმა არის ყველაზე ადეკვატური იმ ტერორის და რეპრესიების, რაც ხელისუფლებამ დაიწყო განსხვავებული შეხედულების ადამიანების მიმართ, ოპოზიციის მიმართ, ამიტომ უახლოეს მომავალში თუ თვითონ ხელისუფლების მხრიდანაც, რაც ნაკლბეად შესაძლებელია, რაიმე ნაბიჯები არ გადმოიდგა, ჩვენ არ ვაპირებთ აქციის შეწყვეტას. მიგვაჩნია, რომ პირიქით, რუსთაველის გამზირის პროტესტი უნდა გაძლიერდეს, - ამბობს გედევა ფოფხაძე.