"ადამიანები კეთილგანწყობილები არიან" - სინდისის პატიმრების მშობლები გაზეთებს მარნეულში არიგებენ
სიმართლის გამავრცელებელი გაზეთები დღეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქალაქებში რიგდება. სინდისის პატიმრების მშობლები მარნეულში ჩავიდნენ და ადგილობრივებს ხვდებიან.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს გაზეთებთან ერთად ხელში უჭირავთ დაჭერილების ფოტოსურათები და მოქალაქეებს რეპრესიების შესახებ უყვებიან.
დღეს მარნეულში ვართ. გვინდა, რომ დავარიგოთ გაზეთები. პატარა პრობლემაა, ქართული ბევრმა არ იცის, მაგრამ ჯერჯერობით რაც გამოვიარეთ, ყველა, ვინც გაზეთი დაიტოვა, იყო სრულიად კეთილგანწყობილი. ისინი საქმის კურსში არიან რა ხდება და თვითინ სიტყვა "პოლიტპატიმრის მშობელი", გახდა რაღაც ფენომენი. გახდა ადამიანებისთვის მესიჯი, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც გვტკივა და ეს ტკივილი გვინდა, მივიტანოთ მათთან, - ამბობს გიორგი ჩიკვაიძის დედა.