თერჯოლაში მეათე კლასელი მოსწავლე ნანგრევებში მოყვა და გარდაიცვალა
თერჯოლაში მეათე კლასელი მოსწავლე ნანგრევებში მოყვა და ტრაგიკულად გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით, რაც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის უცნობია, იყო თუ არა შემთხვევის ადგილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დაზიანებული შენობა თუ კერძო ტერიტორია.
გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, რა გარემოებებმა იმსხვერპლა მოზარდის სიცოცხლე და შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება.