რეალურ თავდასხმად ქცეული მუქარა - 16 წლის მოზარდის მკვლელობა კრიმინალურმა ავტორიტეტმა უცხოეთიდან დაგეგმა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში 16 წლის სკოლის მოსწავლეს ჩასაფრება ლიკვიდაციის მიზნით მოუწყვეს. თავდამსხმელებმა არასრულწლოვანს ავტომობილით გზა გადაუკეტეს და ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა, როცა მოზარდი ფერმაში მიდიოდა - იქ მუშაობდა მისი მამა, ადგილობრივი ფერმერი ახმედ ალახვერდიევი.
ბიჭი ბეწვზე გადარჩა - მან დაცხრილული მანქანით მიმალვა მოახერხა.
დაზარალებულის ოჯახის ინფორმაციით, თავდასხმა ფერმერზე შურისძიების მოტივით მოხდა. ახმედ ალახვერდიევს ბოლო პერიოდში მუდმივად ემუქრებოდნენ, მათ შორის უცხოეთში მყოფი, წითელი ცირკულარით ძებნილი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი, რომელმაც სამი დღით ადრე მას ტელეფონით დაუკავშირდა და 200 000 ლარის გადახდა მოსთხოვა ქურდული სამყაროს სახელით.
მამედოვმა ფერმერს მუქარის შესრულებისთვის სამდღიანი ვადა მისცა და უთხრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრების ლიკვიდაციას განახორციელებდა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.