1 მილიარდ 200 მილიონის ოქრო ლომბარდებში - რაზე მიუთითებს საგანგაშო სტატისტიკა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებმა ლომბარდებში უკვე 1 მილიარდ 238 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ოქრო და ძვირფასი ნივთები ჩადეს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა რეგულატორს ოფიციალური ანგარიშები წარუდგინეს, რომელთა მიხედვითაც სალომბარდე სესხების რაოდენობა 36 პროცენტით გაიზარდა.
სპეციალისტების შეფასებით, ეს არის მოქალაქეებისთვის ყველაზე ძვირი სესხი, თუმცა სხვა ფინანსური ალტერნატივების არარსებობის გამო, ბევრს ოქროსა და ძვირფასი ნივთების ჩაბარება უწევს. მხოლოდ წელს, იანვარიდან სექტემბრის ჩათვლით, 757 ათასი სესხი გაიცა, საშუალო თანხა კი დაახლოებით 1 800 ლარია.
სესხები ძირითადად ემსახურება ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას - საკვების, მედიკამენტების, კომუნალური გადასახადებისა და სხვა ყოველდღიური ხარჯების დაფარვას.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ოქროს ფასის ზრდამ მოქალაქეებს საშუალება მისცა, ერთ სამკაულზე მეტი თანხა მიიღონ, თუმცა მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო ასეთი სესხები კიდევ უფრო მძიმე ტვირთად იქცა.
ეკონომისტების შეფასებით, მოქალაქეთა დაახლოებით 30 პროცენტი საბოლოოდ ჰკარგავს ლომბარდში ჩადებულ ნივთებს ვალის გადაუხდელობის გამო.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.