„იგივე დღე, იგივე ადგილი, უფრო ძლიერი საზოგადოება“ - 28 ნოემბერს მასშტაბური აქცია დაანონსდა
სლოგანით „იგივე დღე, იგივე ადგილი, უფრო ძლიერი საზოგადოება“ - 28 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, პროევროპული ძალები კვლავ შეიკრიბებიან. აქცია ემთხვევა ერთ წლიან იუბილეს იმ დღიდან, როცა მოქალაქეებმა უწყვეტი პროტესტი დაიწყეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ.
ორგანიზატორების თქმით, ეს დღე გახდება შეხსენება ხელისუფლებისთვის, რომ დასავლური ღირებულებების ერთგულ საზოგადოებას ღალატი არ ეპატიება.
მიუხედავად დაპატიმრებების, ძალადობის, ჯარიმებისა და ტერორის, „ქართული ოცნების“ მცდელობა პროტესტის ჩასახშობად წარუმატებელი აღმოჩნდა. ისინი, ვინც რეჟიმის სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადეს, კვლავ იმავე ადგილას ბრუნდებიან.
28 ნოემბრის აქცია, მონაწილეთა შეფასებით, იქნება საზოგადოების ერთიანობისა და სიმტკიცის დემონსტრირება, რომელიც არც დროს და არც ზეწოლას არ დაუთმო.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.