არჩევნების სკანდალური ფიგურა როვშან ისკანდაროვი ციხიდან გათავისუფლდა - რის სანაცვლოდ დატოვა საპატიმრო
ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურა არჩევნების ისტორიაში - როვშან ისკანდაროვი, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების სიმბოლოდ იქცა, ციხიდან გათავისუფლდა.
ყოფილი პატიმარი მარნეულში გრანდიოზულ ბანკეტებს მართავს, სადაც მოწვეულნი არიან როგორც „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერები, ისე სასულიერო პირები.
არჩევნების დროს ადგილზე მყოფი ცოცხალი მოწმეები ამტკიცებენ, რომ ისკანდაროვის გათავისუფლება დუმილის სანაცვლოდ მოხდა - მან გამოძიებას არ უთხრა, ვისი დავალებით ჩაყარა ბიულეტენები ბლომად საარჩევნო ყუთში და ვისი მითითებით დაარღვია კანონი.
ოპოზიციის შეფასებით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლება საკუთარ მხარდამჭერებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ აკისრებს, ხოლო პოლიტიკური ოპონენტები კვლავ დევნის ქვეშ რჩებიან.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.