"ახალმა კანონმა კიდევ უფრო გააცოცხლა პროტესტი" - მოქალაქეები დღესაც რუსთაველზე შეიკრიბნენ
მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე დღესაც შეიკრიბნენ. პროტესტის 347 დღეს ხალხი დედაქალაქის მთავარ გამზირზე საქართველოს და ევროკავშირის დროშებით, ასევე საპროტესტო ბანერებით დგას. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "ოცნების" წნეხის მიუხედავად, მზად არიან, სამართლიანობისთვის ბოლომდე იბრძოლონ და არც ციხეში წასვლას უშინდებიან.
მოხუც კაცს, მე, თუ 4 წელი მქონდა დარჩენილი სიცოცხლე, სამი წელი პოლიციამ წაიღო... ცუდად გახდი იმ საღამოს. ცოტა ხანი მადროვეთ, ბიჭებო-მეთქი და რომ გავახილე თვალი, მითხარით, ბოლო-ბოლო რას ეძებთ-მეთქი და "პლაში" სად წაიღეო და მაშინ მივხვდი, რომ "პლასში" ეძებდნენ. შეცდით მეთქი, მე არ ვყოფილვარ და გზა არ გადამიკეტავს-მეთქი. მაინც არ დაიჯერეს. მე ჩავჯდები ციხეში, ოღონდ ის ახალგაზრდები, რომლებიც აქ დაიჭირეს, გამოუშვან, - ამბობს აქციის მონაწილე.
ეროპული მომავლის მცველები ამბობენ, რომ "ოცნების" ახალმა კანონმა პროტესტი კიდევ უფრო გააცოცხლა და ივანიშვილის ხელისუფლებამ უკუშედეგი მიიღო.
ჩვენთვის, როგორც აქციის მონაწილეებისთვის, პანაცეა არასდროს ყოფილა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ პროტესტის შენარჩუნებულიყო, რადგან ეს ბრზაი არსად წასულა და ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო უკან მიდის, რეჟიმის პატიმრები ჯერ კიდევ ციხეში არიან. მე ვფიქრობ, რომ ახალმა კანონმა კიდევ უფრო გააცოცხლა პროტესტი, იმიტომ, რომ ბევრად უფრო სახალხოხ გახდა მას მერე, რაც გადაკეტეს თვითონ პოლიციელებმა რუსთაველის გამზირი, - ამბობს მოქალაქე.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.