მერაბ ტურავა ჟურნალ „სისხლის სამართლის პოლიტიკის“ საერთაშორისო რედაქტორთა სიიდან ამოიღეს
იუსტიციის მინისტრის მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ტურავა ჟურნალ „სისხლის სამართლის პოლიტიკის“ საერთაშორისო რედაქტორთა სიიდან ამოიღეს. გამოცემა Tiflis 24 წერს, რომ მისი გარიცხვა შესაძლოა დაკავშირებული იყოს "ქართული ოცნების" რეპრესიულ ზომებთან.
გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად ტურავაც და განაცხადა, რომ სიიდან გასვლა იყო წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომელიც მის ამჟამინდელ პოზიციასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობასთან არის დაკავშირებული.
„უტვინოებო. გარიცხვა კი არა, ჩემთან წინასწარი შეთანხმებით მოხდა შემადგენლობიდან გასვლა, იმის გამო, რომ ამ ეტაპზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვარ... ტყუილად ნუ გიხარიათ და ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციებს,“ - დაწერა ტურავამ სოციალურ ქსელში.