ანტიკორუფციულმა ბიურომ “ინდიგოს“ მიმართ, “გრანტების შესახებ“ კანონის საფუძველზე, საქმის წარმოება დაიწყო

10.11.25 12:39
ანტიკორუფციულმა ბიურომ “ინდიგოს“ მიმართ, “გრანტების შესახებ“ კანონის საფუძველზე,  საქმის წარმოება დაიწყო

ანტიკორუფციულმა ბიურომ “ინდიგოს“ მიმართ “გრანტების შესახებ“ კანონის საფუძველზე,  საქმის წარმოება დაიწყო.

ამის შესახებ მედიაორგანიზაცია სოციალუირ ქსელში წერს.

მათი თქმით, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი კვლავ გააგრძელებენ საქმიანობას და დარწმუნებულები არიან, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს.

ანტიკორუფციულმა ბიურომ სხვა მეგობარი ორგანიზაციების მსგავსად „ინდიგოს“ მიმართაც დაიწყო წარმოება „გრანტების შესახებ“ კანონის საფუძველზე. რადგან მთელი ჩვენი საქმიანობა ღია კომუნიკაციასა და მხოლოდ თქვენს ნდობაზე დგას, გვინდა ეს ამბავიც იცოდეთ. ცხადია, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ და ვემსახურებით მისიას, რომელმაც შეგვქმნა - თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვისთვის, თავისუფალი აზრისა და იდეებისთვის ვაგრძელებთ მუშაობას. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რას ვაშუქებთ, რატომ აღვწერთ და როგორ ვყვებით ამბებს.

ახლაც გვჯერა, რომ ამ რთულ დროს, როდესაც ქვეყანაში სამართლიანი მართლმსაჯულების რწმენა დაკარგულია, ერთმანეთის თანადგომა, პრინციპულობა და სიმართლე გაიმარჯვებს.

ინდიგო მუდამ დააკვირდება და აღწერს ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო ხდება, რაც აღგვაფრთოვანებს, გვიზიდავს, გვაშინებს და შთაგვაგონებს,- წერს მედიაგამოცემა.

მსგავსი სიახლეები