შესყიდვების კონფერენცია 2025: დროა, თქვენი ბიზნეს პროცესები ციფრულ ეპოქას მოერგოს!
კომპანია "მარტივი შესყიდვების" ორგანიზებით, 20 ნოემბერს რიგით მესამე "შესყიდვების კონფერენცია 2025" გაიმართება.
კონფერენცია უნიკალურ შანსია, გაიგოთ როგორ ამარტივებენ წამყვანი ორგანიზაციები შესყიდვების პროცესებს, როგორ აერთიანებენ ტექნოლოგიებს ოპერაციულ სტრატეგიებთან და როგორ აღწევენ უკეთეს შედეგებს ნაკლები რესურსით. ციფრული ტრანსფორმაცია აღარ არის მომავლის საკითხი - ის უკვე აქაა, და ახლა საუკეთესო დროა, თქვენი კომპანია ახალ შესაძლებლობებს მოერგოს.
წლევანდელი ღონისძიება 2 უმნიშვნელოვანეს მიმართულებას ეძღვნება:
-
გაციფრულება და მომავლის ტექნოლოგიები: ხელოვნური ინტელექტის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ონლაინ სერვისების დანერგვაზე შესყიდვებში.
-
ოპერაციული ეფექტურობა: ფოკუსი სტრატეგიულ პროცესებზე, შესყიდვების/ლოგისტიკის მართვასა და ხარჯების მაქსიმალურ ოპტიმიზაციაზე.
კონფერენცია წლის მთავარი შეხვედრაა შესყიდვების, ლოგისტიკისა, ბიზნესის დამფუძნებლების, საოპერაციო და განვითარების სპეციალისტებისთვის - ადგილი, სადაც იკვეთება ინოვაცია, გამოცდილება და თანამშრომლობა.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:
-
მოუსმინონ დარგის ექსპერტების ინდივიდუალურ პრეზენტაციებს, დასვან კითხვები და ჩაერთონ პანელურ დისკუსიაში.
-
გაეცნონ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი პარტნიორი კომპანიების შესაძლებლობებსა და სერვისებს
-
დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.
ღონისძიების გენერალური სპონსორები არიან: Aramex, Wesource, FMG Soft და BIA Media
ღონისძიების პარტნიორები: BDO Digital, BPN Georgia, ყოჩაღები - Kochagebi, GLG, UN Woman, eCommerce Association, OfficeMart, SafetyHub, Sabatone, Solux, Hotsale, Treedesign, Delicato და Georgian Procurement Professionals Association (GPPA).
მედია პარტნიორები: BMG, Palitra News, TVPirveli.
კომპანია “მარტივი შესყიდვების” მიზანია ბიზნეს ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერა შესყიდვების სფეროს გაძლიერება, სფეროს პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრება და საქმიანი კავშირების ხელშეწყობა.
კონფერენცია 2025 სწორედ ის ადგილია, სადაც იდეები გადაიქცევა შესაძლებლობებად და შესაძლებლობები – რეალურ შედეგებად.
კონფერენციის დეტალები:
📆 20 ნოემბერი, 2025წ.
🕔 14:30 სთ
📍 სასტუმრო: Pullman Tbilisi Axis Towers
💳 ღირებულება: 185 ლარი
🎫 ბილეთების შესაძენად გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია
ან შეიძინეთ პირდაპირ: tkt.ge/ProcurementConference2025
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 📞 599 80 35 30
NS