გატაცების საქმეზე ნიკა მელია სასამართლომ აქეთ, 5000 ლარით დააჯარიმა

10.11.25 14:58
გატაცების საქმეზე ნიკა მელია სასამართლომ აქეთ, 5000 ლარით დააჯარიმა

გატაცების საქმეზე კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია სასამართლომ აქეთ, 5000 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა. 

დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით წარმოდგენილი იყო ორი პოლიციელი. ორივე სამართალდამცველი სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში ამტკიცებდა, რომ ნიკა მელიას მხრიდან პოლიციის მისამართით ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფის მიყენებას. თავად ნიკა მელიას თქმით, მას პოლიციისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მსგავსს ადგილი არ ჰქონია.

ოპოზიციონერმა ლიდერმა სასამართლოს დეტალურად მოუყვა, თუ როგორ დაირღვა მისი უფლელები, როგორ გაიტაცეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომ ამ სპეცოპერაციაში 50-მდე პოლიციელი მონაწილეობდა. თავის მხრივ, შსს-ს წარმომადგენლები კი სხდომაზე ამტკიცებდენენ, რომ მელიას დაკავებისას მხოლოდ სამნი იყვნენ.

ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა ფარსი უწოდა დღევანდელ სასამართლო პროცესს და სხდომის დასრულებსი შემდეგ "პირველებთან" ახალ პრაქტიკაზე ისაუბარა, რომელსაც შსს ამკვიდრებს და შემდეგ სასამართლო აღასრულებს.

ასეთ პრაქტიკას ამკვიდრებენ, ანუ ყოველგვარი ნეიტრალური მტკიცებულების და ნეიტრალური მოწმის გარეშე, ერთი ან ორი პოლიციელის პატაკის საფუძველზე, რომელიც იტყვის, რომ მოძრავი მანაქანიდან ვიღაცამ მოგვაყენა შეურაცხყოფა ან გვაჩვენა თითი, ან დაგაჯარიმონ ან ორი თვე მოხვდეთ იზოლატორში, ამიტომაც სასამართლოში იყო სრული ფარსი. ორი მოწმე მოვიდა, ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებზე ისაუბრეს ისაუბრეს, მოსამართლე აგვიდა და გამოაცხადა გადაწყვეტილება. ეს ძალიან მძიმე პრაქტიკაა და ეს თუ გახდა, ეს მტკიცებულების სტანდარტი მისაღები, ყველა ადამიანს აქვს დაკავების რისკი", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა პროცესის შემდეგ. 

  • შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.

ნიკა მელიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა მის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციას შესახებ, თქვა, რომ კი არ დააკავეს, არამედ გაიტაცეს, ძალის გამოყენებით ჩატენეს ფურგონში, სადაც 11 ადამიანი იმყოფებოდა. მელიას თქმით, მას შსს-ს წარმომადგენლები ვიდეოებს უღებდნენ და "ხელმძღვანელობას" უგზავნიდნენ. 

ნიკა მელიას ფოტო სასამართლოდან სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები