ეს ერთ-ერთი შესაძლებლობაა - ივანე ჩხაიძე სავალდებულო ვაქცინაციას ემხრობა

25.10.21 15:12
ეს ერთ-ერთი შესაძლებლობაა - ივანე ჩხაიძე სავალდებულო ვაქცინაციას ემხრობა

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე, ფიქრობს, რომ სავალდებულო ვაქცინაცია პანდემიის დასამარცხებლად ერთ-ერთი საშუალება იქნება.  იმუნიზაციის საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ სავალდებულო ვაქცინაცია კონკრეტულ ჯგუფებში უნდა განხორციელდეს. 

თუ დარჩა ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, მაშინ ვფიქრობთ, რომ ეს ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომ ქვეყანამ ეს გზა აირჩიოს, სავალდებულო ვაქცინაცია, ოღონდ გარკვეულ ჯგუფებში. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს გახდეს ყველასათვის სავალდებულო. ძალიან ბევრი ქვეყანა ამ გზას ირჩევს, შეიძლება იყოს სამედიცინო პერსონალი, უმრავლეს ქვეყანაში ეს არის, შეიძლება, იყოს მასწავლებლები. 

არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებელია  ქვეყანას ეს გადასაწყვეტი გარკვეულ ეტაპზე ჰქონდეს - ამბობს ივანე ჩხაიძე.