“პირველების" ინფორმაციით, ყაველაშვილი და პაპუაშვილი დაპირისპირების დროს რესტორანში იმყოფებოდნენ - ჩინოვნიკების ჩხუბის ახალი დეტალები

10.11.25 18:06
“პირველების" ინფორმაციით, ყაველაშვილი და პაპუაშვილი დაპირისპირების დროს რესტორანში იმყოფებოდნენ - ჩინოვნიკების ჩხუბის ახალი დეტალები

"ოცნების" ჩინოვნიკების ჩხუბის ახალი დეტალები - “პირველების“ ინფორმაციით, საკრებულოს მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარე ერთმანეთს იმ დროს დაუპირისპირდნენ, როცა რესტორან “კუდიგორაში“ ილიაობას სხვებთან ერთად ყაველაშვილი და პაპუაშვილიც აღნიშნავდნენ.

წყაროს ინფორმაციით, 250 -კაციან სუფრა იყო რესტორანში, რის შემდეგაც დიდი ჩხუბი მოხდა.

"პირველებს" ადგილობრივები ეუბნებიან, რომ ლევან გელაძეს ცხვირი ქვით აქვს გატეხილი, ასევე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება სახის არეში. 

ასეევე მძიმეა ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის, გივი ზაუტაშვილის მდგომარეობაც - "ტვ პირველის" ინფორმაციით, მას კბილები აქვს ჩამტვრეული. 

ოჯახის წევრები კომენტარისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ არ სურთ აღნიშნულ თემაზე ისაუბრონ.

რაც შეეხება რესტორნის პერსონალს, მათი თქმით, 250-კაციანი სუფრა იყო და კონკრეტული ადამიანები არ ახსოვთ, თუმცა, კატეგორიულად უარყოფენ ყაველაშვილის ადგილზე ყოფნას.

რესტორანში არაფერი მომხდარა, გარეთ არ ვიცი, - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

ცნობისთვის ადგილობრივების თქმით, გუშინ საღამოს "ოცნების" ჩინოვნიკებს შორის ფიზიკური დაპირისპირება "ილიაობის" დღესასწაულის სუფრის დასრულების შემდეგ მოხდა. 

  • შეგახსენებთ, რომ გუშინ "ილიაობის" დღესასწაულზე ყვარელში მიხეილ ყაველაშვილი, შალვა პაპუაშვილი და "ოცნების" სხვა წევრები იმყოფებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები