ლევან გელაძის ცოლის პირველი კომენტარი ყვარელში მომხდარ დაპირისპირებაზე

10.11.25 18:23
ლევან გელაძის ცოლის პირველი კომენტარი ყვარელში მომხდარ დაპირისპირებაზე

“ოცნების“ ჩინოვნიკების დაპირისპირება ყვარელში - ლევან გელაძის ცოლი მომხდარზე პირველ კომენტარს აკეთებს და  ამბობს, რომ არაფერი იცის, მათ შორის არც ის, როგორია მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რას გულისხმობთ არ ვიცი, არ მესმის და ძალიან გთხოვთ, მაგ თემაზე მე ნუ დამირეკავთ, - უთხრა მარიამ შეყილაძემ “პირველების“ ჟურნალიტს.

კითხვაზე, რატომ არ იმყოფებოდა სამსახურში თავად გამყრელიძე და იყო თუ არა მიზეზი მისი მეუღლე, მან შემდეგი პასუხი გასცა:

მაგ თემაზე თქვენთან კომენტარს არ გავაკეთებ, არ ვაპირებ საერთოდ გესაუბროთ, ნუღარ შემაწუხებთ და დაგმეშვიდობებით.

"პირველები" ასევე დაუკავშირდა ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, თუმცა მან ჩხუბის და ფიზიკური ანგარიშწორების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.  ტელეფონზე არ ისურვა საუბარი ყვარლის მერმა, ილია მზექალაშვილმა. 

ცნობისთვის ადგილობრივების თქმით, გუშინ საღამოს "ოცნების" ჩინოვნიკებს შორის ფიზიკური დაპირისპირება "ილიაობის" დღესასწაულის სუფრის დასრულების შემდეგ მოხდა. 

  • შეგახსენებთ, რომ გუშინ "ილიაობის" დღესასწაულზე ყვარელში მიხეილ ყაველაშვილი, შალვა პაპუაშვილი და "ოცნების" სხვა წევრები იმყოფებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები