სასამართლოს სრული იზოლაცია - საქალაქოში მობილური ტელეფონების შემნახველი კარადები გამოჩნდა

10.11.25 18:44
სასამართლოს სრული იზოლაცია - საქალაქოში მობილური ტელეფონების შემნახველი კარადები გამოჩნდა

სააპელაციო სასამართლოს შემდეგ, მობილური ტელეფონების შემნახველი კარადები ახლა საქალაქოშიც გამოჩნდა.

თუმცა, სასამართლოს სრული იზოლაციის  გეგმა ვერ განხორციელდა - სათავსოები, სადაც ჟურნალისტების ტელეფონები უნდა ჩაეკეტათ, ზომებს აცდა. იქ მობილურის ყველა მოდელი  არ ეტევა. არადა, კარადები დაამონტაჟეს  იმისთვის, რომ ჟურნალისტს ვინც სხდომის გასაშუქებლად მივა,  ტელეფონი ჩამოართვან და  იქამდე არ მისცენ, ვიდრე შენობას არ დატოვებენ. 

დღეს დროის უმოკლეს პერიოდში დამხვდა ეს და მათმა სისწრაფემ, უარყოფითი კონტექსტით, გამაოცა. რომ ვიკითხე რისთვის იყო, გამცეს პასუხი მანდატურებმა, რომ ეს იყო ტელეფონების შემნახველი კარადა და ადგილზე იყო რაღაც ხარვეზთან დაკავშირებით და მიმდინარეობდა მისი გასწორება, ქაოსი იყო მაგ კუთხით, რადგან ტეელფონის ზომა არ იყო მაგაზე გათვლილი, როგორც ჩანს. კანონის ახალი ჩანაწერები ჩნდება, რომელიც არ არის კონსტიტუციური და ადამიანის უფლებებსაც ეწინააღმდეგება. მოკლედ არ რეალობაში ვართ, რომ მაქსიმალურად ჩარჩოებში და მარწუხებში ვართ მოქცევას ცდილობენ დროის უმოკლეს პერიოდში,  - ამბობს ადვოკატი ვერიკო გაგუა.

ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ტელეფონების დატოვება მნიშვნელოვნად გაართულებს სასამართლოდან ინფორმაციის გამოტანას.

რა თქმა უნდა, ჟურნალისტები ამის შემდეგაც არ შევწყვეტთ სასამართლოში სიარულს, თუმცა, სისწრაფეს, ოპერატიულობას ეს ნამდვილად შეეხება და ვფიქრობ, რომ ეს არის მატი მიზანიც. როგორც წინა შემთხვევაში, როდესაც გადაღება აიკრძალა, ჟურნალისტებმა მოვძებნეთ გზები, ვაშუქებდით სასამართლო პროცესებს და ახლაც ასე იქნება. თუმცა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს კეთდება იმისთვის, მათ ვერ გაიგონ, რა ხდება სასამართლოში და როგორია ქართული მართლმსაჯულება, - ამბობს ჟურნალისტი ნათია ამირანაშვილი.

მსგავსი სიახლეები