"პირველების" ინფორმაციით, "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი, გივი წულეისკირი დააკავეს
"პირველების" ინფორმაციით, "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი, გივი წულეისკირი დაკავებულია.
არსებული ინფორმაციით, საქმე მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების დაუფლებას უკავშირდება.
300 მდე დაზარალებულმა გივი წულეისკირს, შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივლა. "პირველების" ინფორმაციით, სწორედ ამ უწყებამ დააკავა, "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი.
აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება "TV პირველის" შაბათის ეთერმა ორი კვირის წინ მოამზადა.
გივი წულეისკირი ამტკიცებდა, რომ ფული არ მიუთვისებია და თანხა, რომელიც ხალხისთვის აქვს დასაბრუნებელი, სხვადასხვა სამშენებლო ბიზნესში ჩადო.
- მოქალაქეებს, ვისაც ბინის გირაობა სურდათ სფერო ინვესტი "გირის ალტერნატივას" სთავაზობდა, კომპანიაში თანხის დაბანდების სანაცვლოდ მოქალაქეებისთვის სფერო ჰოლდინგი ბინას ქირაობდა, ფულის ინვესტირებას კი მათ ბიზნესებში ახდენდა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ სფეროს ჰოლდინგის მოქალაქეებისთვის თანხა სრულად უნდა დაებრუნებინა, თუმცა პირობა არა ერთი მოქალაქის შემთხვევაში დაირღვა. ნაქირავები ბინებიდან ხალხის გამოაძევეს.