რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება

10.11.25 21:17
რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების პირისპირ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან განლაგებულები და მოქალაქეებს გზის გადაკეტვის შესაძლებლობას არ აძლევენ. 

ცნობისთვის, წელს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის ნაცვლად რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ეს გადაწყვეტილება შიშის და დათმობის მაჩვენებელია. 

მათი მხრიდან ეს არის შიშის გამოვლინება პროტესტის მონაწილეების მიმართ. რა ვიცი რამდენად აქვთ აღსანიშნად საერთოდ ამ ადამიანებს საქმე, არ ვიცი იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ "ოცნებაში' ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ერთმანეთს დასდევენ დასაჭერად და შეიძლება კახი კალაძეს, რომელიც აპირებს, რომ საშობაო სოფელი მორთოს და აღნიშნოს ეს ღონისძიება, ხვალ შეიძლება ისიც პატიმარი გახდეს ბიძინა ივანიშვილის კარზე," - განაცხადა იგორ ნარმანიამ. 

მსგავსი სიახლეები