ემიგრანტი დედა ქვეყანაში სინდისის პატიმარი შვილის სანახავად დაბრუნდა
ემიგრანტი დედა ქვეყანაში სინდისის პატიმარი შვილის სანახავად დაბრუნდა. ხვალ, 10 თვის შემდეგ, ანრი კვარაცხელიას თეა გელანტია პირველად ნახავს.
სინდისის პატიმრის დედა გრძელვადიანი პაემნის მოლოდინშია. ის ამ დრომდე საქართველოში ჩამოსვლას და შვილის ნახვას, შესაბამისი დოკუმენტების არ არსებობის გამო ვერ ახერხებდა.
ანრი კვარაცხელიას დედას აეროპორტში სხვა სინდისის პატიმრების მშობლები დახვდნენ. ის ქვეყანაში ორი კვირით დარჩება და გეგმავს, შვილის სახელით რუსთაველის პროტესტს შეუერთდეს.
არ მყავდა ნანახი 10 წელი8 ჩემი ოჯახი, მაგრამ ვიდეო თვალით რომ ვუყურებდი ეს მე მიმსუბუქებდა და ახლა ეს 10 თვე იყო დიდი კატასტროფა.
შეხვედრა ჩანიშნა ხვალისთვის და დიდი ემოციით, დღეს სამჯერ დამირეკა, დე ხომ მოდიხარო და მე ვუთხარი, კი მოვდივარ. იმედია ვნახავ და ყველაფერი კარგად ჩაივლის.
როცა ქართველი იბადება იმას თავისი წილი ვალდებულება საქართველოსი თან დაჰყვება. როგორც შეეძლო ისე გამოხატა თავისი პროტესტი, მაგრამ თვითონ რა ბრალდებას უყენებენ ჩემ შვილს, ის არის დიდი ზღაპარი," - ამბობს თეა გელანტია.