"[ივანიშვილმა] ტალახიდან მოზილა ღარიბაშვილი და ისევ ტალახში დააბრუნა" - ლაშა ბუღაძე

10.11.25 22:35
"[ივანიშვილმა] ტალახიდან მოზილა ღარიბაშვილი და ისევ ტალახში დააბრუნა" - ლაშა ბუღაძე

"[ივანიშვილმა] ტალახიდან მოზილა ღარიბაშვილი და ისევ ტალახში დააბრუნა" - ამის შესახებ მწერალმა, ლაშა ბუღაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს "აქვს რაღაც ბოროტი პრაგმატიზმი და სრულიად ჩამოყალიბებულია მისი მენტალიტეტი რუსეთში", ის "უბრალოდ სადისტიც არის". 

ადამიანი არის აღვსილი სიძულვილით და გარდა იმისა, რომ მას აქვს რაღაც ბოროტი პრაგმატიზმი და სრულიად ჩამოყალიბებულია მისი მენტალიტეტი რუსეთში, მისი ფული ხომ არ არის მხოლოდ მისი სუბსტანცია, ეს მისი აზროვნების და მენტალიტეტის ნაწილია, უბრალოდ სადისტიც არის. დარწმუნებული ვარ, როგორი ბედნიერია ახლა  მისივე მარიონეტის, ღარიბაშვილის გაჩანაგებით, სტალინური სინდრომია ეს, როდესაც მართლა ეშმაკეული სიამოვნება აქვს, რომ რა შექმნა ეს, არაფრიდან, რა ტალახიდან  მოზილა ღარიბაშვილი და ისევ ტალახში რომ დააბრუნა ეს გააზნაურებული მდაბიო, მართლაც, მოლიერს ვციტირებ და არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. თუმცა, თვითონ ისეთ შეურაცხყოფას აყენებენ მთელი ეს ღარიბაშვილები და კობახიძეები, რა შეურაცხყოფა უნდა მივაყენოთ, რომ ეს რამენაირად მიესადაგოთ მათ. 

ამიტომ, ბედნიერია. ახლა ხომ ათრევს ამ ღარიბაშვილებს და ამ გაქსუებულებს, ამ ავაზაკებს და არ ვიცი, ღორებს არ მინდა მივაყენო შეურაცხყოფა იმიტომ, რომ ღორი ძალიან ლოგიკური ცხოველია თავისთავად...

ივანიშვილის მენტალიტეტი, ეს არის სიძულვილი ყველაფერი ღირსეულის," - განაცხადა ლაშა ბუღაძემ. 

მსგავსი სიახლეები