ლისის ქედზე მეწყრული პროცესები განახლდა - სპეციალისტები საგზაო სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

25.10.21 16:17
ლისის ქედზე მეწყრული პროცესები განახლდა - სპეციალისტები საგზაო სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

ლისის ქედზე მეწყრული პროცესი კვლავ გააქტიურდა. მაჭავარიანი-გელოვანის დამაკავშირებელ გზაზე მიწის დიდი მასის ჩამოწოლის საფრთხეა. ამ დრომდე ადგილზე გეოლოგები არ გამოჩენილან. 

ექსპერტები მეწყრული პროცესების გააქტიურებას საგზაო სამუშაოებს უკავშირებენ და პროცესების შეჩერებას ითხოვენ. ამბობენ, რომ მოვლენები დომინოს პრინციპით ვითარდება და სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება.

არ შეიძლება ამ გრუნტზე ასეთი ტემპით განაშენიანება და მშენებლობა. გეოლოგიურად ამ ფერდს ყველგან ერთი პრობლემა აქვს. სადაც არ უნდა მოჩიჩქნო ის მიწა, ყველგან ანალოგიურ პრობლემას მიიღებთ. ასეთი ტიპის მოქმედება დომინოს ტიპით ვითარდება. ეს გაგრძელდება დომინოს პრინციპით, რადგან ნახეთ, ადგილზე რა გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს - აცხადებს თეა გოდოლაძე, დედამიწის მეცნიერებათა შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ექსპერტი.

მაჭავარიანი-გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა გადაადგილდება, სამუშაოებს კომპანია ,,დ დ დ" აწარმოებს. კომპანიის თანამშრომლები ადგილზე მისულ ,,ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს უდასტურებენ, რომ გზაზე მიწის დიდი მასის ჩამოწოლის საფრთხეა, თუმცა სამუშაოების შეჩერების განკარგულება მათ არ მიუღიათ.

მსგავსი სიახლეები