დაკავებული ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი პოლ ვაიზის პრემიით დააჯილდოვეს
დაკავებული ჟურნალისტი, "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 10 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში, პოლ ვაიზის პრემიით დააჯილდოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
მზია ამაღლობელს სიმამაცისთვის პრიზი ჟურნალისტიკის კატეგორიაში გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიას ვენაში "ნეტგაზეთის" მთავარი რედაქტორი, ნესტან ცეცხლაძე და "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, პოლ ვაიზის ჯილდო რამდენიმე წელის წინ, ავსტრიელი, ჰოლოკოსტს გადარჩენილი იურისტის, პოლ ვაიზის პატივსაცემად დაარსდა.
აღნიშნული პრემია გაიცემა სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის, Courage2030-ის მიერ. პრემია სიმამაცისთვის გადაეცემათ იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ადამიანის უფლებების დაცვაში, სხვადასხვა მიმართულებით.