ირაკლი ქარსელაძის გარშემო ყულფი ვიწროვდება - ექსპერტი
ე.წ. ჩატეხილი ხიდის საქმე - კორუფციის მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ ბრალდებულთა წრე კიდევ გაფართოვდეს. ექსპერტი დავით მჟავანაძე აცხადებს, რომ დაკავებული ლევან კუპატაშვილი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო ირაკლი ქარსელაძის მოადგილე გზების დეპარტამენტში, ეკუთვნის სწორედ იმ გარემოცვას, რომლის მიმართაც ბოლო პერიოდში „საპროცესო წნეხი“ გაიზარდა.
მისი თქმით, კუპატაშვილის დაკავება არის „ქარსელაძის გარშემო ყულფის დავიწროების პირდაპირი სიგნალი“, მითუმეტეს, რომ ყოფილი მინისტრი დაკავშირებულია გრიგოლ ლილუაშვილთან.
ლევან კუპატაშვილი იყო ირაკლი ქარსელაძის მოადგილე გზების დეპარტამენტში. მაშინ, როდესაც ირაკლი ქარსელაძე ინფრასტრუქტურის მინისტრი გახდა, ის კვლავ დარცა გზების დეპარტამენტში, ასე ვთქვათ, მისი თალი და ყური და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, 2018 წლიდან 2025 წლამდე ის გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. იმ პერიოდში, როცა ედავებიან იმ კორუფციულ გარიგებაში ჩართულობას ლევან კუპატაშვილს, მაგ დროს გზების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქარსელაძე იყო, შესაბასამისად, მისი ჩართულობაც პირდაპირ იკვეთება.
ლევან კუპატაშვილიც იყო უახლოესი გარემოცვის წევრი ირაკლი ქარსელაძის, შესაბამისად, მისი დაკავება არის პირდაპირი გამოვლინება ამ ყულფის დავიწროების ირაკლი ქარსელაძის გარშემო. თავის მხრივ, ისიც უნდა დავამატოთ, რომ ირაკლი ქარსელაძე არის გრიგოლ ლილუაშვილის კურსელი და მეჯვარე, შესაბამისად, ეს არის ამ პირდაპირი ბრძოლის გამოვლინება ივანიშვილის მიერ, რომელიც დაიწყო გრიგოლ ლილუაშვილისა და ირაკლი ქარსელაძის წინააღმდეგ. შეგვიძლია, ისიც ვთქვათ, რომ შემდეგი, ვინც დაკავებული იქნება, ეს იყოს გიორგი წერეთელი, რომელიც იყო საატმობილო გზების უფროსი გზების დეპარტამენტში იმ პერიოდში, როცა იყო მინისტრი ქარსელაძე და ეს დაკავებული კუპატაშვილი ამ კაცია მოადგილე იყო 4 წლის განმავლობაში. მათ თანამდებობა დატოვე ამ წლის მაისში, როცა წმენდა დაიწყო ქარსელაძე-ლილუაშვილის წევრების ივანიშვილის მთავრობაში, - ამბობს დავით მჟავანაძე.
დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი, რომელიც ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, თაღლითობაში და დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვაში. საქმე უკავშირდება სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალზე 2023 წელს ჩანგრეულ ხიდს, სადაც ყალბი აქტების საფუძველზე არარსებულ მომსახურებაზე გადახდილი იყო 1,17 მილიონი ლარი, კომპანიამ კი თაღლითურად დაისაკუთრა 3,85 მილიონი ლარი; შედეგად სახელმწიფოს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი ზიანი, ხოლო კუპატაშვილს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.