მოშიმშილეების პასუხი პროპაგანდას: "გარყვნილი მთავრობა ხართ!"
პროტესტის მე-15 დღე პარლამენტთან - მოშიმშილეები პროტესტის უკიდურეს ფორმას განაგრძობენ. მოთხოვნები უცვლელია" პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩანიშვნა.
პროტესტის პარალელურად, მოშიმშილეების წინააღმდეგ გაშავების პროპაგანდა ამუშავდა. აქციის მონაწილეები ისევ ითხოვენ, "ოცნებამ" მათ მეთვალყურე დაუნიშნოს, თუმცა უშედეგოდ.
მხნედ ვართ და ალბათ ეს უკვირთ იმათ, რომ ჩენი მხხნეობა აღიზიანებს ალბათ. ამათ უკვირთ, რომ სამშობლოს სიყვარლისთვის თავგანწირვა შეიძლება, მეგობრობაზე რომ თავგანწირვა შეიძლება. ჩვენთვის ეს არ არის ახალი. ამ გზით გვივლია და ვივლით კიდეც. ადამიანი, სანამ შიმშილობას დავიწყებდით, სეფის კვერს ჭამდა და სეფის კვერი გახადეს ახლა პრობლემა? ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ გამოეყო თავიანთი ჯგუფი, რომელიც კონტროლს დააწესებდა ჩვენზე. არ მოინდომეს და ეს პროპაგანდისთვის შეინახეს, რომ მერე აი, ჩვენ არ ვართ და ვიღაცეები რაღაცეებს აკეთებენ. კარგით, რა! სირცხვილია! ხალხო, გრცხვენოდეთ! მობრძანდით, თქვენი მეთალყურე მოიყვანეთ და ნახეთ, ჩვენ აქ როგორ ვშიმშილობთ, - ამბობს დარეჯან ცხვიტარია.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებას ხალხის მდგომარეობა არ აღელვებს და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზეა ორიენტურებული.
დაგვინიშნონ აქ ზედამხედველები და დაინახავენ თუ ვჭამთ. ესენი არიან გარყვნილი მთავრობა, რომელიც მოსულები არიან ფულისთვის და არა ხალხის კეთილდღეობისთვის, - ამბობს კიდევ ერთი მოშიმშილე.